გაკვეთილების რაოდენობა – 5

გაკვეთილების ხანგრძლივობა – 2 საათი

დამწყები მძღოლი, მიიღებს ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან ცოდნას, რაც მას დაეხმარება ავტომობილის მართვისას იყოს თავდაჯერებული ნებისმიერი პირობების შემთხვევაში.

კურსზე – დამწყები მძღოლი, თქვენ შეისწავლით:

საჭესთან მართებულ ჯდომას და მოპყრობას;

სხვადასხვა კონფიგურაციის კონუსებში სიარულს (სლალომი);

საკუთარი ავტომობილის გაბარიტების შეცნობას;

სხვადასხვა წინაღობების უსაფრთხოდ გადალახვას;

ავტომობილის სწორად და მანძილის გათვლით დამუხრუჭებას;

უსაფრთხოდ და ეფექტურად ავტომობილის უკუსვლით მართვას;

ავტომობილის ნებისმიერ პირობებში დაპარკინგებას.


კურსის ღირებულება

საკუთარი ავტომობილით – 700 ლარი

ჩვენი ავტომობილით – 1100 ლარი

გაკვეთილების რაოდენობა – 5

გაკვეთილების ხანგრძლივობა – 2 საათი (გაკვეთილი მთავარ სარბოლო ტრასაზე 1:20 სთ)

ყოველ წელიწადს მატულობს რიცხვი ადამიანების, ვისაც სურს ისწავლოს ავტომობილის უკეთ მართვა

ავტომობილის მართვის დიდი თუ მცირე, გამოცდილების მიუხედავად, ხშირად გარკვეული დეტალების უცოდინრობას და უყურადღებობას, მივყავართ შეცდომებამდე, ავტომობილის მართვის დროს. ჩვენი მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები აამაღლებენ თქვენს ცოდნას პროფესიონალურ დონემდე და აღმოფხვრიან შეცდომებს.

კურსზე – ანტისაავარიო/უსაფრთხო მართვა, თქვენ შეისწავლით:

სწორად და ეფექტურად მართვას;

რთულ მოსახვევებში გამართულად სიარულსა და სლალომს;

ეფექტურად და მანძილის  გათვლით დამუხრუჭებას სხვადასხვა პირობებში;

ავტომობილის გაბარიტების შეცნობას;

თავდაჯერებულად უკუსვლით სიარულს;

ავტომობილის პოტენციალის შესწავლას და მისი გამოყენებას.


კურსის ღირებულება

საკუთარი ავტომობილით – 900 ლარი

ჩვენი ავტომობილით – 1300 ლარი

გაკვეთილების რაოდენობა – 6

გაკვეთილების ხანგრძლივობა – 2 საათი (გაკვეთილი მთავარ სარბოლო ტრასაზე, დრიფტის გაკვეთილი 1:20 სთ)

კურსი კომბინირებული, იდიალურია კორპორატიული კლიენტებისთვის, კომპანიებისთვის და ადამიანებისთვის ვისაც მოზღვავებული ადრენალინის შეგრძნება უყვარს. ამ კურსის შესწავლის შემთხვევაში თქვენ მოგეცემათ საშუალება, ბოლომდე დახვეწოთ ანტისავაარიო/უსაფრთხო მართვის უნარჩვევები, მოცურებული ავტომობილის ბალანსის სრულად კონტროლი და ამ ყოველივეს ეფექტურად გამოყენებას ჩვენს პროფესიონალურ ტრასაზე.

კურსზე – კომბინირებული, თქვენ შეისწავლით:

სწორად და ეფექტურად მართვას;

რთულ მოსახვევებში ავტომობილის მართვას და სლალომს;

ეფექტურად და მანძილის  გათვლით დამუხრუჭებას სხვადასხვა პირობებში;

წინააღმდეგობაზე უსაფრთხოდ გვერდის ავლას;

მოცურებული ავტომობილის ბალანსის შეგრძნებასა და მართვას;

სწორი ტრაექტორიის ეფექტურად გამოყენებას.


კურსის ღირებულება

საკუთარი ავტომობილით – 1700 ლარი

ჩვენი ავტომობილით – 2300 ლარი

გაკვეთილების რაოდენობა – 6

გაკვეთილების ხანგრძლივობა – 2 საათი. (გაკვეთილი მთავარ სარბოლო ტრასაზე 1:20 სთ)

“Time attack” – არის საავტომობილო რბოლის ერთ-ერთი სახეობა, სადაც მრბოლელები ერთმანეთს ეჯიბრებიან არა გასწრებაზე, არამედ გარკვეული მონაკვეთის დიდი სისწრაფით გავლაზე, დროის მაჩვენებლის მიხედვით. ეს კურსი შეგასწავლით თუ როგორ უნდა მართოთ ავტომობილი დიდი სისწრაფით, სწორად და მაქსიმალურად ექსპლუატაციის წესების დაცვით, ან აიმაღლოთ ავტომობილის სპორტულად მართვის კვალიფიკაცია.

კურსზე – სპორტული “Time attack”, თქვენ შეისწავლით:

ავტომობილის სწორად მართვას;

ავტომობილის მოძრაობის და მანევრირების ელემენტებს;

დიდ სიჩქარეზე სწორი ტრაექტორიით სიარულს;

ავტომობილის მანევრის წინასწარ ამოცნობას;

ავტომობილის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.


კურსის ღირებულება

საკუთარი ავტომობილით – 1600 ლარი

ჩვენი ავტომობილით – 2300 ლარი

გაკვეთილების რაოდენობა: 6

გაკვეთილების ხანგრძლივობა – 1:20 საათი 

დრიფტი არის ყველასთვის ცნობილი ერთ-ერთი სპორტული მიმართულება, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ჩვენი პროფესიონალი პილოტი და ტრენერი შეგასწავლით დრიფტის ელემენტებს და ავტომობილის მართვის ფიზიკას – დრიფტის დროს. ასევე მოგამზადებთ დრიფტის შეჯიბრებებისთვის პროფესიონალურ დონეზე.ეს კურსი გამოადგება იმ ადამიანებსაც, ვისაც ადრენალინის დიდი რაოდენობით შეგრძნება სურს.

კურსზე – დრიფტი, თქვენ შეისწავლით:

მოცურებული ავტომობილის კონტროლს;

ავტომობილის ბალანსს და მოცურებას;

სიმძიმის წერტილის გადატანას, კონტროლს მოცურებული ავტომობილის მართვისას;

მოცურებული ავტომობილის კონტროლს დიდ და პატარა ტრაექტორიებზე;

მოცურებული ავტომობილის მართვასა და კონტროლს სხვადასხვა სახის მოცემულ ტრაექტორიებსა და მონახაზებზე.


კურსის ღირებულება

საკუთარი ავტომობილით – 1800 ლარი

ჩვენი ავტომობილით – 2800 ლარი

გაკვეთილების რაოდენობა: 4

გაკვეთილების ხანგრძლივობა – 1:20 საათი 

მათ ვისაც სურს ძალისმიერი მოცურების საბაზისო უნარების შეძენა, შემოგთავაზებთ კურსს “Drift Lite”. ამ კურსის გავლის შედეგად თქვენ მარტივად მიაღწევთ მოყვარულის დონეს დრიფტში.

კურსზე – მსუბუქი დრიფტი, თქვენ შეისწავლით:

მოცურებული ავტომობილის კონტროლს;

ავტომობილის ბალანსს და მოცურებას;

სიმძიმის წერტილის გადატანას, კონტროლს მოცურებული ავტომობილის მართვისას;

მოცურებული ავტომობილის კონტროლს დიდ და პატარა ტრაექტორიებზე;

მოცურებული ავტომობილის მართვასა და კონტროლს სხვადასხვა სახის მოცემულ ტრაექტორიებზე და მონახაზებზე.


კურსის ღირებულება

საკუთარი ავტომობილით – 1400 ლარი

ჩვენი ავტომობილით – 1850 ლარი