თუ გსურს, შეიგრძნო რას ნიშნავს ნამდვილი სპორტული და აგრესიული ავტომობილი, მაშინ ლეგენდის ტიპის ბოლიდი სწორედ ის არის, რასაც ეძებდი.
ლეგენდ ქარი შეერთებულ შტატებში შეიქმნა ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი NASCAR-ის პირველი თაობის ავტომობილების დიზაინის მიხედვით. NASCAR-ის ოფიციალურ შეჯიბრებებამდე ამერიკელი კრიმინალები სწორედ ამ ტიპის ავტომობილებით გაურბოდნენ საგადასახადო პოლიციას.
სწორედ ამ რეტრო სტილის ერთგულია ლეგენდის თანამედროვე ვერსიაც, ის აღჭურვილია YAMAHA-ს 1300cc, 145 ცხენის ძალის მქონე ძრავით და ის 100 კილომეტრამდე 4.2 წამში ჩქარდება.
ლეგენდ ქარი იდეალურია კონტაქტური სარბოლო ბრძოლისთვის.
10 წუთიანი სესიის ღირებულება – 400 ლარი.
ღირებულებაში შედის:
- სპორტული საბურავები
- მექანიკოსების მომსახურება
- სპორტული კომბინიზონი
- შლემი
- პროფესიონალი ინსტრუქტორის მცირე გაკვეთილი
- სესიის ვიდეოჩანაწერი
- ვიდეოჩანაწერის განხილვა პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად