
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი – ესაა მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დაარსდა 2011-2012 წლებში ბიზნესმენისა და სარბოლო ავტომობილების კონსტრუქტორის შოთა აფხაზავას კერძო ინვესტიციებით. ტრასა, შენობები და ყველა საინჟინრო სისტემა აშენებულია ქართველი სპეციალისტების ერთობლივი ძალებით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ( FIA) მოთხოვნების შესაბამისად. მდებარეობა: ავტოდრომი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თბილისი–წითელი ხიდის გზის გასწვრივ, ისტორიული ცენტრიდან – საქართველოს დედაქალაქიდან 20 კმ–ში. ავტოდრომთან მდებარეობს შსს–ს სააგენტოს მომსახურების ცენტრი და კავკასიის უდიდესი ავტობაზრობა „Autopapa”. კომპლექსის შემადგენლობა: სარბოლო ტრასა – რომლის სიგრძეცაა 4.1 კმ, პროექტირებულია FIA -ს II კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად (ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრებები, ფორმულა 1-ის ჩათვლით, ტესტების რეჟიმშია). ასფალტის პადოკი – 15,800 მ2 ფართობით, გამოიყენება სხვადასხვა შეჯიბრებისთვის. ტრიბუნები – დახურული– 3000 ადგილი, ღია– 2000 და 3500 ადგილი. პიტბილდინგი – რომლის შემადგენლობაშია FIA-ს 28 ბოქსი, რბოლის მართვის კოშკი, რესტორანი, VIP ლოჟა, პრეს ცენტრი. სტუმრების მიღების ცენტრი – იგივე საოფისე ცენტრი, განთავსებულია კომპლექსის შემოსასვლელში. ავტოსამრეცხაო, პარკინგების ქსელი, ბენზინგასამართი სადგური “Gulf”. საინჟინრო სისტემები: სარბოლო ტრასის ვიდეოთვალთვალის სისტემა – 28 კამერა; შუქნიშნების კომპიუტერული მართვის სისტემა; განაწილებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი; აუდიოსისტემა ყველა ტრიბუნაზე; ქრონომეტრაჟის სისტემა (3 სექტორი, შესვლა და გამოსვლა პიტლეინიდან); განაწილებული ტელემაუწყებლობის სისტემა; ონლაინ ტელემაუწყებლობის სისტემა.
|