რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი – ესაა მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დაარსდა 2011-2012 წლებში ბიზნესმენისა და სარბოლო ავტომობილების კონსტრუქტორის შოთა აფხაზავას კერძო ინვესტიციებით. ტრასა, შენობები და ყველა საინჟინრო სისტემა აშენებულია ქართველი სპეციალისტების ერთობლივი ძალებით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ( FIA) მოთხოვნების შესაბამისად.
მდებარეობა:
ავტოდრომი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თბილისი–წითელი ხიდის გზის გასწვრივ, ისტორიული ცენტრიდან – საქართველოს დედაქალაქიდან 20 კმ–ში. ავტოდრომთან მდებარეობს შსს–ს სააგენტოს მომსახურების ცენტრი და კავკასიის უდიდესი ავტობაზრობა „Autopapa”.
კომპლექსის შემადგენლობა:
სარბოლო ტრასა – რომლის სიგრძეცაა 4.1 კმ, პროექტირებულია FIA -ს II კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად (ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრებები, ფორმულა 1-ის ჩათვლით, ტესტების რეჟიმშია).
ასფალტის პადოკი – 15,800 მ2 ფართობით, გამოიყენება სხვადასხვა შეჯიბრებისთვის.
ტრიბუნები – დახურული– 3000 ადგილი, ღია– 2000 და 3500 ადგილი.
პიტბილდინგი – რომლის შემადგენლობაშია FIA-ს 28 ბოქსი, რბოლის მართვის კოშკი, რესტორანი, VIP ლოჟა, პრეს ცენტრი.
სტუმრების მიღების ცენტრი – იგივე საოფისე ცენტრი, განთავსებულია კომპლექსის შემოსასვლელში.
ავტოსამრეცხაო, პარკინგების ქსელი, ბენზინგასამართი სადგური “Gulf”.
საინჟინრო სისტემები:
სარბოლო ტრასის ვიდეოთვალთვალის სისტემა – 28 კამერა;
შუქნიშნების კომპიუტერული მართვის სისტემა;
განაწილებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი;
აუდიოსისტემა ყველა ტრიბუნაზე;
ქრონომეტრაჟის სისტემა (3 სექტორი, შესვლა და გამოსვლა პიტლეინიდან);
განაწილებული ტელემაუწყებლობის სისტემა;
ონლაინ ტელემაუწყებლობის სისტემა.