
წრიული რბოლის IV ეტაპი
5 ოქტომბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება.
5 ოქტომბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება.
ქვეყნის წამყვანი მრბოლელები ერთმანეთს სარბოლო ტრასაზე დაუპირისპირდებიან, სადაც თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
ღონისძიების ფარგლებში მაყურებელს სუპერქარებისა და ისტორიული ავტომობილების გამოფენაც ელოდება, სადაც წარმოდგენილი იქნება გამორჩეული საკოლექციო მოდელები.
დაძაბული რბოლა, სიჩქარე და ნამდვილი ავტოსპორტული ატმოსფერო — ყველაფერი ერთ სივრცეში!
