მართე ლეგენდა

თუ გსურს, შეიგრძნო რას ნიშნავს ნამდვილი სპორტული და აგრესიული ავტომობილი, მაშინ ლეგენდის ტიპის ბოლიდი სწორედ ის არის, რასაც ეძებდი.

ლეგენდ ქარი შეერთებულ შტატებში შეიქმნა ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი NASCAR-ის პირველი თაობის ავტომობილების დიზაინის მიხედვით. NASCAR-ის ოფიციალურ შეჯიბრებებამდე ამერიკელი კრიმინალები სწორედ ამ ტიპის ავტომობილებით გაურბოდნენ საგადასახადო პოლიციას.

სწორედ ამ რეტრო სტილის ერთგულია ლეგენდის თანამედროვე ვერსიაც, ის აღჭურვილია YAMAHA-ს 1300cc, 145 ცხენის ძალის მქონე ძრავით და ის 100 კილომეტრამდე 4.2 წამში ჩქარდება.

ლეგენდ ქარი იდეალურია კონტაქტური სარბოლო ბრძოლისთვის.

10 წუთიანი სესიის ღირებულება – 400 ლარი.

ღირებულებაში შედის:

  • სპორტული საბურავები
  • მექანიკოსების მომსახურება
  • სპორტული კომბინიზონი
  • შლემი
  • პროფესიონალი ინსტრუქტორის მცირე გაკვეთილი
  • სესიის ვიდეოჩანაწერი
  • ვიდეოჩანაწერის განხილვა პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად

შენიშვნა: ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებს დამქირავებელი ან შეუძლია შეიძინოს შიდა დაზღვევა სულ რაღაც 50 ლარად. ფრანჩიზა შეადგენს 700 ლარს.

მოთხოვნები:

  • მსურველს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.
  • უნდა იცნობდეს სარბოლო ტრასას – ავტოდრომზე გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი სესია საკუთარი ან ავტოდრომის კუთვნილი ძარიანი ავტომობილით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 32 2 110 200