მართე ფორმულა

თუ შენი ოცნებაა, იყო ფორმულას მრბოლელი, მაგრამ შენი გვარი არც ვეტელია და არც რაიკონენი, რუსთავის ავტოდრომი გაძლევს შანსს, აიხდინო ოცნება მხოლოდ ჩვენს ტრეკზე. ჩვენი ინსტრუქტორები და მექანიკოსები აგიხსნიან, თუ როგორ უნდა მართო ფორმულა ალფას ბოლიდი და შენ შეძლებ ტრასის საინტერესო მოსახვევების გავლას სრული დატვირთვით.  

20 წუთიანი სესიის ღირებულება – 600 ლარი.

 ღირებულებაში შედის:

  • სპორტული საბურავები
  • მექანიკოსების მომსახურება
  • სპორტული კომბინიზონი
  • შლემი
  • პროფესიონალი ინსტრუქტორის მცირე გაკვეთილი
  • სესიის ვიდეოჩანაწერი
  • ვიდეოჩანაწერის განხილვა პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად

შენიშვნა: ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებს დამქირავებელი ან შეუძლია შეიძინოს შიდა დაზღვევა სულ რაღაც 50 ლარად. ფრანჩიზა შეადგენს 700 ლარს.

მოთხოვნები:

  • მსურველს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია
  • უნდა იცნობდეს სარბოლო ტრასას – ავტოდრომზე გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი სესია საკუთარი ან ავტოდრომის კუთვნილი ძარიანი ავტომობილით.
იხილეთ მსგავსი გვერდები:
ფორმულა ალფა
გაისეირნე ფორმულა ტაქსით

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 322–307–703