მართე ფორმულა
თუ შენი ოცნებაა, იყო ფორმულას მრბოლელი, მაგრამ შენი გვარი არც ვეტელია და არც რაიკონენი, რუსთავის ავტოდრომი გაძლევს შანსს, აიხდინო ოცნება მხოლოდ ჩვენს ტრეკზე. ჩვენი ინსტრუქტორები და მექანიკოსები აგიხსნიან, თუ როგორ უნდა მართო ფორმულა ალფას ბოლიდი და შენ შეძლებ ტრასის საინტერესო მოსახვევების გავლას სრული დატვირთვით.
20 წუთიანი სესიის ღირებულება – 600 ლარი.
ღირებულებაში შედის:
- სპორტული საბურავები
- მექანიკოსების მომსახურება
- სპორტული კომბინიზონი
- შლემი
- პროფესიონალი ინსტრუქტორის მცირე გაკვეთილი
- სესიის ვიდეოჩანაწერი
- ვიდეოჩანაწერის განხილვა პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად