Mitjet არის ფრანგული წარმოების სპორტული ბოლიდი, როგორც მოყვარული და ასევე პროფესიონალი მძღოლებისთვის. შეძლებთ გამოსცადოთ გამორჩეული სპორტული ავტომობილი, მიიღოთ განსაკუთრებული ემოციები და გამოცდილება. სერვისი მოიცავს: პროფესიონალი ინსტრუქტორის მოკლე გაკვეთილი; ავტომობილის ქირაობა; ტრასის ქირაობა; სპორტული საბურავები; საწვავი; ჩაფხუტი და სარბოლო კოსტუმი; ღირებულება არ მოიცავს: ხელთათმანები და ფეხსაცმელი; ზიანის ანაზღაურება, მართვის დროს ტექნიკურად ან ავარიულად დაზიანების შემთხვევაში. მიტ-ჯეტის ქირაობის შემთხვევაში ტოვებთ დეპოზიტს 1300 ₾ / 500 $ ოდენობით. მიტ-ჯეტ ტაქსი მიტ-ჯეტ ტაქსი მოგცემთ საშუალებასა და გამოცდილებას, განიცადოთ პროფესიონალი პილოტების ემოციები და მგზავრის პოზიციიდან დააკვირდეთ სპორტული მანქანის გამორჩეულ მანევრს და მართვის ტექნიკას სერვისი მოიცავს: მიტ-ჯეტ ტაქსის ქირაობა; მთავარი ტრასის ქირაობა; სპორტული საბურავები; პილოტის მომსახურეობა საწვავი; ჩაფხუტი და სარბოლო კოსტუმი. ღირებულება არ მოიცავს: ხელთათმანები და ფეხსაცმელი; ზიანის ანაზღაურება, მართვის დროს ტექნიკურად ან ავარიულად დაზიანების შემთხვევაში. მიტ-ჯეტ ტაქსის ქირაობის შემთხვევაში დეპოზიტის დატოვება არ გიწევთ. |