რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი
Rustavi International Motorpark
RIM ACADEMY

Time Attack

თაიმ ატაკის კურსზე ისწავლი სწორ სარბოლო ტრაექტორიას, დამუხრუჭების წერტილების შერჩევას, მოსახვევში შესვლასა და აჩქარების ეფექტურად გამოყენებას.

დაშვების წინაპირობები
  • DA–02 კურსის დასრულება ან ეკვივალენტური უნარის პრაქტიკული დადასტურება;
  • ტრასის უსაფრთხოების ბრიფინგისა და სიგნალების ცოდნის შემოწმება;
  • საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში - ტრასისთვის ვარგისიანობის ტექნიკური შემოწმება.
სწავლის შედეგები
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი:
  • იცნობს Time Attack-ის ფორმატს, ტრასის სიგნალებსა და პიტ-ლეინის წესებს;
  • არჩევს მოსახვევის შესვლის, აპექსისა და გამოსვლის გამართულ ტრაექტორიას;
  • განსაზღვრავს სამუხრუჭე და აჩქარების ნიშნულებს და ინარჩუნებს ავტომობილის ბალანსს;
  • აკავშირებს მოსახვევებს ერთიან რიტმში და იყენებს ხედვის წინმსწრებ ტექნიკას;
  • მართავს საბურავის, მუხრუჭისა და ძრავის დატვირთვას უსაფრთხო ტემპით;
  • აანალიზებს წრის მონაცემებს/ინსტრუქტორის უკუკავშირს და აუმჯობესებს არა ერთჯერად,
არამედ განმეორებად შედეგს

პროგრამა

  • ტრასის პროტოკოლი და საწყისი შეფასება
  • ტრაექტორია და ხედვა
  • დამუხრუჭება და ბალანსი
  • მოსახვევთა დაკავშირება
  • სტაბილური სერიები და მონაცემები
  • საკვალიფიკაციო სიმულაცია და შეფასება