რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი
Rustavi International Motorpark
RIM ACADEMY

კომბინირებული მართვა

ისწავლე სხვადასხვა მართვის რეჟიმში ერთიანი უსაფრთხოების ლოგიკის გამოყენება: დაკვირვება,
სწორი რეაქცია, ავტომობილის ბალანსი და ტრაექტორიის დაგეგმვა

დაშვების წინაპირობები
  • მოქმედი შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • საწყისი პრაქტიკული შეფასება;
  • კორპორაციული ჯგუფის შემთხვევაშიც თითოეული მონაწილის დაშვება ინდივიდუალურად
ფასდება.
სწავლის შედეგები
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი:
  • იყენებს სწორ პოზიციას, ხედვას და საჭის ეფექტურ ტექნიკას;
  • ასრულებს სლალომს, ინტენსიურ დამუხრუჭებასა და დაბრკოლების უსაფრთხო შემოვლას;
  • აცნობიერებს წონის გადატანას და აღადგენს სტაბილურობას მოცურებისას;
  • ასრულებს ძალისმიერი მოცურების საწყის ელემენტს ინსტრუქტორის კონტროლით;
  • ირჩევს მთავარ ტრასაზე სწორ და უსაფრთხო ტრაექტორიას;
  • აერთიანებს მიღებულ უნარებს კომბინირებულ ფინალურ დავალებაში

პროგრამა

  • საწყისი დიაგნოსტიკა და მართვის საფუძვლები
  • სლალომი და რთული მანევრი
  • დამუხრუჭება და დაბრკოლების შემოვლა
  • მოცურების კონტროლის შესავალი
  • მთავარი ტრასა და ტრაექტორია
  • კომბინირებული დავალება და შეფასება