რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი
Rustavi International Motorpark
RIM ACADEMY

უსაფრთხო მართვა

ისწავლე საფრთხის დროული ამოცნობა, ავტომობილის სტაბილურობის შენარჩუნება და შეზღუდულ დროში უსაფრთხო გადაწყვეტილების მიღება.

დაშვების წინაპირობები
  • მოქმედი შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის საბაზისო უნარი;
  • საწყისი პრაქტიკული შეფასება; ინსტრუქტორს შეუძლია კურსის გადავადება და DA–01-ის
რეკომენდაცია.
სწავლის შედეგები
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი:
  • იყენებს დაკვირვების, ხედვისა და უსაფრთხო სივრცის მართვის ტექნიკას;
  • სწორად ანაწილებს საჭის, მუხრუჭისა და აქსელერატორის მოქმედებებს;
  • ასრულებს ინტენსიურ და საგანგებო დამუხრუჭებას სხვადასხვა მოდელირებულ პირობებში;
  • სტაბილურად გადის მოსახვევებს და სლალომს, ავტომობილის წონის გადანაწილების
გათვალისწინებით;
  • ასრულებს დაბრკოლების ავარიულ შემოვლას და აღადგენს ავტომობილის სტაბილურობას;
  • იცნობს საკუთარი ავტომობილის ელექტრონული დამხმარე სისტემების შესაძლებლობებსა და
შეზღუდვებს.

პროგრამა

  • დიაგნოსტიკა და უსაფრთხო მართვის სისტემა
  • მანევრირება და ავტომობილის ბალანსი
  • ეფექტური და საგანგებო დამუხრუჭება
  • დაბრკოლების უსაფრთხო შემოვლა
  • მთავარი ტრასა და საბოლოო შეფასება