რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი
Rustavi International Motorpark
RIM ACADEMY

დამწყები მძღოლი

ჩამოიყალიბე ავტომობილის უსაფრთხო, მშვიდი და პროგნოზირებადი მართვის საბაზისო ჩვევები და ყოველდღიურ მოძრაობაში იმოქმედე მეტი თავდაჯერებით.

დონე
დამწყები
ხანგრძლივობა
2 სთ
სესიები
5
მინ. ასაკი
18+
დაშვების წინაპირობები
  • მოქმედი შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ინსტრუქტორის საწყისი გასაუბრება და ავტომობილთან გაცნობა;
  • საკუთარი ავტომობილის გამოყენებისას - ტექნიკური გამართულობის წინასწარი შემოწმება.
სწავლის შედეგები
  • კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი:
  • სწორად მოირგებს სავარძელს, საჭეს, სარკეებსა და უსაფრთხოების ღვედს;
  • მართავს საჭესა და პედლებს თანმიმდევრულად, მკვეთრი და ქაოსური მოძრაობების გარეშე;
  • განსაზღვრავს ავტომობილის გაბარიტებს კონუსებით მონიშნულ სივრცეში;
  • ასრულებს სლალომს, კონტროლირებულ დამუხრუჭებასა და დაბრკოლების უსაფრთხო შემოვლას;
  • უსაფრთხოდ მართავს უკუსვლით და ასრულებს პარალელურ, პერპენდიკულარულ და კუთხურ პარკირებას.

პროგრამა

  • მძღოლის პოზიცია და მართვის ორგანოები
  • გაბარიტები და სლალომი
  • დამუხრუჭება და დისტანცია
  • უკუსვლა და დაბრკოლები შემოვლა
  • პარკირება და შემაჯამებელი პრაქტიკა