
Drift
შეისწავლი მოცურების ფიზიკას და მოცურების ინიცირებას, კუთხის/სიჩქარის კონტროლს,
გადასვლასა და განსაზღვრულ ტრაექტორიაზე უსაფრთხო მანევრირების დასრულებას. პროფესიონალი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით და სპეციალურად დრიფტისთვის მომზადებული ავტომობილით.
დაშვების წინაპირობები
- მოქმედი შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის თავდაჯერებული საბაზისო
- მართვა;
- ინსტრუქტორის პრაქტიკული დაშვების შეფასება; რეკომენდებულია DR–01 ან DA–02;
საკუთარი ავტომობილი უნდა იყოს უკანა წამყვანი და აკმაყოფილებდეს აკადემიის ტექნიკურ
მოთხოვნებს.
სწავლის შედეგები
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი:
- ხსნის მოჭიდების დაკარგვის, წონის გადატანისა და მოცურების კუთხის საფუძვლებს;
- ინიცირებს მოცურებას ავტომობილის კონფიგურაციისთვის დაშვებული ტექნიკით;
- ათანხმებს counter-steer-სა და აქსელერატორს სტაბილური კუთხის შესანარჩუნებლად;
- აკონტროლებს დიდ და მცირე წრეზე მოცურებას და უსაფრთხოდ წყვეტს მანევრს;
- ასრულებს მიმართულების ცვლილებას და figure-eight ტიპის კავშირს; მიჰყვება მონიშნულ ხაზს/კლიპინგ-ზონებს ინდივიდუალურ სასწავლო კონფიგურაციაზე
პროგრამა
- ფიზიკა, უსაფრთხოება და ავტომობილის მომზადება
- მოცურების ინიცირება
- კუთხის შენარჩუნება
- დიდი/მცირე წრე და გადასვლა
- ხაზი და კლიპინგ-ზონები
- სრული კონფიგურაცია და საბოლოო შეფასება
