Formula Alfa Taxi – ეს არის ნამდვილი ფორმულა ალფას კლასის სარბოლო ავტომობილი ერთი განსხვავებით: პილოტის უკან არის ერთი სამგზავრო ადგილი.
ეს უნიკალური შესაძლებლობაა, გამოსცადო ფორმულას პილოტის შეგრძნება: ძლიერი აჩქარება, მაღალი სისწრაფე მოხვევის დროს, ძლიერი დატვირთვა. მოგეჩვენება, რომ ასეთი სიჩქარით შეუძლებელია მოხვევა, მაგრამ მანქანა თითქოს მიწებებულია ასფალტზე და მცირე გადახრის გარეშე იჭერს ტრაექტორიას! ეს სპეციალური კონსტრუქციის, სარბოლო საბურავებისა და განვითარებული აეროდინამიური ელემენტების – ეგრეთწოდებული „ანტიფრთების” წყალობითაა.
მანქანას მართავენ გამოცდილი მრბოლელები, ამიტომ შეგიძლია მიიღო უდიდესი სიამოვნება და ადრენალინი, თანაც ეს ყველაფერი სრულიად უსაფრთხოა.
ჩაეწერე რბოლაზე ტელეფონით: + 995 322–307–703.
3 წრის ფასი სულ რაღაც 40 ლარია.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ მიიღებთ ისეთ შთაბეჭდილებას, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ.