მრბოლელის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას.
საქართველოში პროფესიონალ მრბოლელად გახდომის 4 გზა არასებობს:
- გაიარე ექსტრემალური მართვის სრული კურსი, ჩააბარე გამოცდა, მიიღე სერთიფიკატი, წარმოადგინე სერტიფიკატი საავტომობილო ფედერაციაში და მიიღე პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.
- გამოდი საკუთარი ავტომობილით სამოყვარულო შეჯიბრებებში, დააგროვე საკმარისი გამოცდილება , შეავსე განაცხადი საავტომობილო ფედერაციაში შედეგების გათვალისწინებით და მიიღე პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. (იხილეთ ლიცენზიის გაცემის წესები).
- ტურინგ ლაითსა ან კომპაქტ კლასში მოსახვედრად (პროფესიონალური ლიცეზნიის მინიმალური მოთხოვნის მიხედვით) შესაბამისი კლასის ავტომობილით საქართველოში არსებული წრიული რბოლის ნებისმიერ ტრასაზე აჩვენე ნორმატიული დრო. (იხილეთ ლიცენზიის გაცემის წესები).
- დააგროვე საჭირო გამოცდილება კარტინგის კლასში, შედეგების გათვალისწინებით შეავსე განაცხადი პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზიიის მიღებაზე.
ლიცენზიის აღების წესები დეტალურად იხილეთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
www.gasa.org.ge