ექსტრემალური მართვა

  თუ იცი ავტომობილის მართვა, მაგრამ გსურს დაეუფლო მას სრულყოფილად, თუ გსურს ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში იყო თავდაჯერებული, თავად შეგეძლოს ექსტრემალური სიტუაციის შექმნა და მისი მართვა, თუ გსურს ჩაერთო დიდ ავტოსპორტში და მიაღწიო სასურველ შედეგს, რუსთავის ავტოდრომზე არსებული ექსტრემალური მართვის სკოლა გაძლევს ამის რეალურ შესაძლებლობას. სწავლებას ახორციელებენ საქართველოში არსებული საუკეთესო მწვრთნელები, რომლებიც ასევე არიან მოქმედი მრბოლელები და ერთი ან რამდენიმე გზის საქართველოს ჩემპიონები. სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გადმოგეცემა სერტიფიკატი, რომელიც მოგცემს უფლებას აიღო პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია და გახდე სრულუფლებიანი ლიცენზირებული მრბოლელი.

17 გაკვეთილიანი სრული კურსი  ღირებულებაა  1700 ლარი.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსტრემალური მართვის კურსის გრაფიკი
 
1 ტესტი (ავტომობილის მართვის ცოდნის განსაზღვრა)
2 თეორია (ავტომობილის მართვის ძირითადი ელემენტები)
3 დაძვრა ყველა შესაძლებელ სიტუაციაში, სლალომი, დრაგი
4 ავტომობილის მანევრირების კონტროლი. სხვადასხვა სირთულის გზაზე მოძრაობა, უკანა წამყვანი ავტომობილის მოსინჯვა (დონატები)
5 ვარჯიში მუხრუჭებზე სხვადასხვა სიტუაციაში, დრიფტის ელემენტები
6 რთულ მოსახვევში სიჩქარის შერჩევა, მოსახვევის დონის და მისი გავლის ალბათობის ზუსტად განსაზღვრა. ერთი სიჩქარის შენარჩუნება
7 ყველა ტიპის მოსახვევის ტრაექტორიის განსაზღვრა (თეორია)
8 დაბალ და საშუალო სიჩქარიან გზაზე ზუსტი ტრაექტორიის განსაზღვრა და სხვა სახის სიზუსტე
9 მაღალ სიჩქარიანი მოსახვევის ტრაექტორიის განსაზღვრა და გავლა
10 უკუსვლა, სრული პაკეტი, პოლიციური შემობრუნება
11 ღამის გაკვეთილი (ნიუანსები, ტექნიკა, დაჭერობანა)
12 მოცურების კონტროლი სპეციალურ ავტომობილ-სიმულატორზე
13 წრიული რბოლის ელემენტები და ავტოდრომზე ავტომობილის სპორტული მართვა
14 ექსტრემალური პარკინგი, დრიფტი
15 შეჯიბრი წყვილთა რბოლაში, ან რომელიმე სამოყვარულო შეჯიბრში
16 შემაჯამებელი თეორია
17 გამოცდა

რეგისტრაციის გასავლელად ან დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

+995 322 307 703

+995 571 001117

mail: school@rim.ge