დრაგი

 

დრაგი  ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა.

დრაგი – პარალელურად განთავსებული ორი ავტომობილის შეჯიბრი 402 მეტრზე. გამარჯვებული გამოვლინდება იმის მიხედვით, თუ წყვილში რომელი უფრო სწრაფად აჩქარდება და გადაკვეთს ფინიშის ზოლს.

რბოლაში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო მრბოლელის ლიცენზიის ან თუნდაც მართვის მოწმობის ქონა.

საქართველოში დრაგ რეისინგის შეჯიბრებების ორგანიზატორია BMW Club Georgia. დრაგის ყველა ეტაპზე საშუალოდ რეგისტრაციას 70 მონაწილე გადის და შეჯიბრს ათასობით მაყურებელი ესწრება.

 

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ავტომობილით.

 

ავტომობილები საქართველოს ჩემპიონატზე იყოფა 4 კლასად:

  • წინა წამყვანი
  • უკანა წამყვანი 3000 კუბ.სმ–მდე
  • უკანა წამყვანი 3000 კუბ.სმ–ზე მეტი
  • Unlimited

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 322–307–703