ლეგენდ კლასი

 

ლეგენდ კლასი წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი კლასია.

ბოლიდის ტიპი: კლასიკური (რეტრო)

ძრავის ტიპი: Yamaha 1300cc, სწორხაზოვანი; 4 ცილინდრიანი; 16 სარქველიანი

გადაცემათა კოლოფი: ძრავთან ერთად

საბურავები: საზგაო (სტანდარტული)

ლეგენდის ტიპის ავტომობილები სპეციალურად იყო პროექტირებული “Speedway Motorsport, Inc” კორპორაციის მიერ, რომელიც ფლობს რვა ავტოდრომს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ლეგენდა, თავისი მონაცემებით, უკონკურენტოა – 100 კმ/სთ-ს ის 4 წამში ავითარებს, მსგავსი აჩქარებისთვის, მინიმუმ ავტომობილი “Porsche” დაგჭირდებათ.

ლეგენდა უსაფრთხო სარბოლო ავტომობილია, ის პილოტს ავტომობილის რამდენჯერმე გადაბრუნების შემთხვევაშიც კი იცავს.

ლეგენდის რბოლები ტარდება: ამერიკის შეერთებულ შტატებში ( 300–ზე მეტი რბოლა წელიწადში); ფინეთში;  დანიაში; ჰოლანდიაში; მაროკოში და ა.შ.

ამერიკელებისთვის ლეგენდის  გარეგნობა ნაცნობია: მსგავსი ავტომობილებით ასპარეზობდნენ შტატებში ყველაზე ცნობილი საავტომობილო სპორტის სახეობის – „NASCAR“-ის  პილოტები.

ჩვენთან ლეგენდას  რეტრო ავტომობილად აღიქვამენ მანამ, სანამ მის საჭეს მიუსხდებიან.ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგრძნება მოლოდინზე გაცილებით შთამბეჭდავია.

ლეგენდის კლასში საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის 11 მრბოლელი:

# სახელი/გვარი გუნდი ეროვნება
1 არჩილ ბიძინაშვილი 74 Liberty Racing საქართველო
2 ნოდო კოდუა 111 BFT Racing საქართველო
3 დათა ქაჯაია 20 MIA Force საქართველო
4 დავით აფციაური 60 BFT Racing საქართველო
5 დავით კაკაბაძე 93 VTB Racing საქართველო
6 შოთა აფხაზავა 12 ART საქართველო
7 გოგა არჯევანიძე 21 Liberty Racing საქართველო
8 კოტე კოლიაშვილი 30 MIA Force საქართველო
9 სანდრო ცხადაძე 3 Europabet Racing საქართველო
10 ალექსეი ხაიროვ 36 ————- რუსეთი
11 კონსტანტინე სულამანიძე 333 ————- საქართველო
12 უშო ნანავა 26 BLU Racing საქართველო
13 ლევან კვინიკაძე 17 ————- საქართველო