მიუხედავად დიდი სტაჟისა და გამოცდილების ქონისა, არსებობს გარკვეული სიტუაციები, რომელიც მძღოლისგან მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს და საავარიო სიტუაციებიდან თავის დაღწევის ინსტინქტს. ეს ყოველივე კი სპეციალური ვარჯიშისა და მომზადების გარეშე ძალიან იშვიათი და რთულია.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე არსებული ექსტრემალური მართვის სკოლა უზრუნველყოფს ნებისმიერი ასაკის და კლასის მძღოლის გადამზადებას.
სკოლა უზრუნველყოფს მაღალ დონეზე მომზადებას თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლით.
კურსი მოიცავს ვარჯიშებს როგორც ჩვეულებრივ, ასევე ბეტონის, სველი, გაყინული და თოვლიანი გზის საფარზე.
კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემა სერტიფიკატი.