რბოლებზე მასპინძლობის პროგრამა

თუ თქვენ გსურთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ან საქმიან პარტნიოერებთან ერთად გაერთოთ, გაატაროთ შთამბეჭდავი დღე, რომელიც დიდხანს გემახსოვრებთან თქვენ და თქვენს სტუმრებს – ამისთვის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი იდეალური ადგილია.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი გთავაზობთ რბოლებზე მასპინძლობის პროგრამას:

  • დაჯავშნეთ პირადი კორპორატიული სივრცე თქვენი ბიზნესისა და კორპორატიული აქტივობებისთვის, აქციეთ ბიზნესი სიამოვნებად.

 

  • კორპორატიული სივრცე ვიპ სექტორში შესანიშნავი ადგილია შეჯიბრის საყურებლად, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობების გასაღრმავლებლად, გასართობად (მაქსიმუმ 12 ადამიანი).

 

  • ავტოდრომის რესტორანი საშუალებას მოგცემთ რბოლაზე დაპატიჟოთ ორასამდე ადამიანი, შეჯიბრის დაწყებამდე ან მის შემდეგ პერიოდი გამოიყენოთ თქვენი ბიზნესისთვის და ისიამოვნოთ სანახაობით, რომელსაც პირდაპირი რესტორნიდან ადევნებთ თვალყურს.

 

რბოლებზე მასპინძლობის პროგრამის ფარგლებში კომპანიებს ასევე ვთავაზობთ:

  • ფან-კლუბების მასპინძლობა – მათთვის სპეციალური ადგილის გამოყოფა ტრიბუნაზე, ფან-კლუბის წევრებისთვის ბოქსების დათვალიერება
  • კორპორატიული ორგანიზებული შემოსვლა
  • ვიპ სტუმრების მასპინძლობა

ასევე, ავტოდრომს აქვს სპეციალური შეთავაზება საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებებისთვის:

  • ექსკურსიები და მრბოლელების გაცნობა
  • რბოლებზე დასწრება მოზარდებისთვის
  • მოხალისეების მომზადება (სპეციალური პროგრამა, მოზარდების ჩართვა შეჯიბრის მომზადებისა და ჩატარების პროცესში)

 ექსკურსიები და მრბოლელბის გაცნობა (სასწავლო დაწესებულებებისთვის) – რუსთავის ავტოდრომი სთავაზობს საშუალო და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ექსკურსიების სპეციალურ პროგრამას. მოსწავლეები და სტუდენტები დაესწრებიან რბოლას, შეძლებენ სარბოლო ფარეხებში შესვლას და დათვალიერებას, გასაუბრებას მრბოლელებთან, მიირთმევენ ლანჩს.

მოხალისეების პროგრამა (მათი ჩართვა შეჯიბრის მომზადებაში) – იმ მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომლებიც არ უშინდებიან ახალ გამოწვევებს, იზიდავს ექსტრიმი და სისწრაფე, ავტოდრომი სთავაზობს მოხალისეების პროგრამაში ჩართვას.

გახდი შეჯიბრის მსაჯი, მექანიკოსი, შეჯიბრის მდივანი, ტექნიკური კომისარი, ფოტოგრაფი ან მედია მენეჯერი – შეუთავსე სასიამოვნო სასარგებლოს! 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 322–307–703