ტურინგ ლაითი წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი კლასია. ძარიანი ავტომობილების მონომარკის კლასი, სადაც დასაშვებია მხოლოდ HONDA-ს მარკის ავტომობილები – Civic ან WRX. ძრავის ტიპი: 1400cc ან 1500cc, 4 ცილინდრი, 95hp ავტომობილის მარკა და მოდელი: HONDA Civic; HONDA WRX. გადაცემათა კოლოფი: მექანიკური (სტანდარტული) საბურავები: Bridgestone კლასი შეიქმნა პროფესიონალურ ავტოსპორტში ახალი მრბოლელების იოლად დასამკვიდრებლად. ტურინგ ლაითი ყველაზე ხელმისაწვდომი კლასია: ავტომობილის ჩათვლით, მრბოლელს, წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის ერთ სეზონზე მონაწილეობის მისაღებად საშუალოდ 5000 დოლარი სჭირდება. მიუხედავად ნაკლები ცხენის ძალების და სიმძლავრისა, მათი რბოლები ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივია. ამას განაპირობებს 15 სპორტული ავტომობილი სტარტზე და მაღალი დონის მრბოლელები, რომლებიც შეჯიბრზე ერთმანეთს სარბოლო მონაკვეთის არცერთ სანტიმეტრს არ უთმობენ. ტურინგ ლაითი აღმოჩნდა კარგი ტრამპლინი უამრავი სპორტსმენის უფრო მაღალი კლასის რბოლებში მონაწილეობისთვის, ისეთებში როგორიცაა ფორმულა და ლეგენდა. ტურინგ ლაითის კლასში საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვიან:
# | სახელი/გვარი | № | გუნდი | ეროვნება |
1 | დავით მენთეშაშვილი | 60 | ——– | საქართველო |
2 | გოგა გელაშვილი | 47 | GG Racing | საქართველო |
3 | ზუკა ბაქრაძე | 97 | ——– | საქართველო |
4 | გიორგი კიკნაძე | 14 | GG Racing | საქართველო |
5 | ალექსანდრე მარღანია | 88 | ——– | საქართველო |
6 | დავით ჩხიკვიშვილი | 45 | ——– | საქართველო |
7 | სანდრო ლომაძე | 8 | Ge Racing | საქართველო |
8 | ალექს კახნიაური | 71 | LA Racing | საქართველო |
9 | ლევან კვინიკაძე | 17 | ——– | საქართველო |
10 | იური მანგასაროვი | 4 | Ge Racing | საქართველო |
11 | ირაკლი ვარაზაშვილი | 79 | ——– | საქართველო |