ფესტივალები და კონცერტები

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი არ არის მხოლოდ სარბოლო ტრასა, ესაა სრულად ტექნიკურად აღჭურვილი, უზარმაზარი სივრცე ღია ცის ქვეშ ღონისძიების მოსაწყობად!

დედაქალაქიდან 20 კილომეტრში განთავსებული სივრცე იდეალურია ხმაურიანი მასობრივი ღონისძიებებისთვის.

კონცერტისთვის ან სხვა მსხვილი ღონისძებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დასაჯილდოებელი აივანი და ცენტრალური ტრიბუნა, აივანი ან ეგრეთ წოდებული პადოკი – 15 000 კვადრატული მეტრი იდეალური სცენის, ეკრანების და სხვა მუსიკალური ღონისძებისთვის საჭირო ატრიბუტიკით მოსაწყობად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 322–307–703