ფორმულა ალფა წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი კლასია.
ბოლიდის ტიპი: ფორმულას ბაზაზე აწყობილი სპორტული ავტომობილი
ძრავის ტიპი: Alfa Romeo Twin Spark 2.0, 160 hp, 6200 min
გადაცემათ კოლოფი: Hewland LD 5-200
საბურავები: Hankook 180/550R13 front, 240/570 R13 rear
სპორტული ბოლიდი შეიქმნა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელის, შოთა აფხაზავას სპორტული ავტომობილების საკონსტრუქციო-საინჟინრო კომპანიაში – “Artline Engineering”. ფორმულას კლასის რბოლები ქართულ ავტოსპორტში მალევე გახდა ყველაზე დაძაბული და პოპულარული.
ფორმულა ალფა რუსთავის ავტოდრომზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა. სტარტის ხაზთან იმ დროისთვის 10-12 ფორმულას ბოლიდი იყო განთავსებული. 2014 წლისთვის კი სტარტზე მონაწილეების რიცხვი ოცამდე გაიზარდა, რაც უპრეცენდენტოდ მასშტაბური იყო ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, რადგან მსგავსი მოცულობის რბოლები ფორმულას კლასში არსად იმართება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
ფორმულას ტიპის ბოლიდების რბოლა პირველად საქართველოში 2012 წელს ჩატარდა.
2015 წელს ფორმულას კლასში საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის 20 მრბოლელი:
# | სახელი/გვარი | № | გუნდი | ქვეყანა |
1 | მევლუდ მელაძე | 13 | ლაიონ ტრანსი | საქართველო |
2 | გიორგი ბეჟიტაშვილი | 10 | კავკასუს ავტოსერვი | საქართველო |
3 | სანდრო თავართქილაძე | 33 | ვისოლი | საქართველო |
4 | ირაკლი ჩხეიძე | 77 | MIA Force | საქართველო |
5 | ლაშა ნადირაშვილი | 50 | MIA Force | საქართველო |
6 | შაკო ციხელაშვილი | 22 | ვისოლი | საქართველო |
7 | დავით რამიშვილი | 11 | 50+Racing | საქართველო |
8 | თორნიკე კიკნაველიძე | 100 | 2100 | საქართველო |
9 | დიმიტრი ქობულია | 25 | 2100 | საქართველო |
10 | ბაქარ ჯიქია | 9 | ———— | საქართველო |
11 | ნოდო კოდუა | 11 | BFT Racing | საქართველო |
12 | დავით ბაგრატიონი | 28 | ———— | საქართველო |
13 | დავით მენთეშაშვილი | 63 | Dewalt Racing | საქართველო |
14 | ზაზა დუდაური | 7 | 50+Racing | საქართველო |
15 | სანდრო ლომაძე | 8 | Ge Racing | საქართველო |
16 | ჯანკარტ ჰურმოღლუ | 99 | HED Georgia | თურქეთი |
17 | ფაჰიმრეზა ქეიჰოსრავი | 44 | Persian Drivers | ირანი |
18 | დავით აფციაური | 60 | BFT Racing | საქართველო |
19 | დავით წიკლაური | 55 | ———— | საქართველო |
20 | ლევან კვინიკაძე | 17 | ———— | საქართველო |
21 | რომან ლებედევი | 32 | რუსეთი |