თუ ფიქრობ, რომ შენი ავტომობილი უკონკურენტოა სისწრაფეში, გაცილებით სწრაფი, ვიდრე შენი მეგობრების, რომლებიც საპირისპიროს გიმტკიცებენ – ავტოდრომის ეს შემოთავაზება თქვენთვისაა.
შეეჯიბრეთ სისწრაფეში საკუთარი ავტომობილებით 402 მეტრზე და გაიგეთ, გადაჭარბებულია თუ არა თქვენი წარმოდგენა თქვენი საყვარელი „მეგობრის“ შესაძლებლობებზე და რისი თავი აქვთ მის ძრავაში დამწყვდეულ ცხენებს.
დრაგის მონაკვეთის დაქირავების ღირებულება:
10 წუთი | 50 ლარი |
30 წუთი | 200 ლარი |
1 საათი | 350 ლარი |
მოთხოვნა: დრაგში მონაწილე ყველა პირს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა.
შენიშვნა: დრაგის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია ტრასის წინასწარი დაჯავშნა და დროის შეთანხმება ადმინისტრაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ 402 მეტრზე რბოლა ტრასის ერთ მონაკვეთს იკავებს (სტარტ-ფინიშის ტერიტორია), სერვის მენეჯერები ვალდებულნი არიან, გადაკეტონ ტრასა მთლიანად.