წყვილთა რბოლა იმართება ორ ავტომობილს შორის, რომლებიც სტარტს იღებს ერთმანეთის პარალელურად ან საპირისპირო მიმართულებით. სარბოლო ტრასა შედგება სხვადასხვა სირთულის მონაკვეთებისგან. ორივე ავტომობილი გადის ერთსა და იმავე გზას და აფინიშებს პარალელურად ან საპირისპიროდ. გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. რბოლა გრძელდება 2 გამარჯვებამდე. პირველი გარბენის შემდეგ მონაწილეები იცვლიან პოზიციებს. 2 გარბენის შედეგად ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში იმართება მესამე კონტრ-გარბენი. კონტრ-გარბენზე სასტარტო პოზიცია ნაწილდება კენჭისყრით. თითოეული გარბენი გრძელდება არაუმეტეს 5 წუთისა.
წყვილთა რბოლაში ავტომობილები იყოფა შემდეგ კლასებად:
- წინა წამყვანი
- უკანა წამყვანი
- კვადრო
კონკრეტული ღონისძიებების დებულებით შესაძლებელია დაშვებული იქნას კონკრეტული კლასები ან აბსოლუტური ჩათვლა.
აბსოლუტურ ჩათვლაში დაიშვება კლასებში გამარჯვებული და პრიზიორი მონაწილეები.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, კალენდრის განყოფილებაში აირჩიეთ უახლოესი შეჯიბრი, დააზუსტეთ განრიგი და რეგისტრაციის დრო საიტზე.