აღმართის დაძლევა

 

აღმართის დაძლევა  საავტომობილო სპორტის სახეობაა, რომელიც ტარდება საყოველთაო მოხმარების გზის რომელიმე ერთ მონაკვეთზე. მისი სტარტი და ფინიში ზღვის დონიდან მკვეთრად განსხვავებულ სიმაღლეზეა. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია აბსოლუტურად ყველა ტიპის სპორტულ ავტომობილს ან მოტოციკლს.

აღმართის დაძლევა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი რბოლაა, რადგან მისი ეტაპები ძირითადად იმართება ხალხმრავალ და პოპულარულ დასასვენებელ ადგილებში, მაგალითად: კუს ტბა, ცხვარიჭამია, დუშეთი და სხვა.

2015 წელს დაგეგმილია აღმართის დაძლევის 4 ეტაპი.

 

შეჯიბრში კლასები შემდეგნაირად იყოფა:

  • 1500cc ძრავის მქონე ავტომობილების კლასი
  • 2000cc ძრავის მქონე ავტომობილების კლასი
  • 4500cc ძრავის მქონე ავტომობილების კლასი
  • აბსოლუტური კლასი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 322–307–703