თუ იცი ავტომობილის მართვა, მაგრამ გსურს დაეუფლო მას სრულყოფილად, თუ გსურს ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში იყო თავდაჯერებული, თავად შეგეძლოს ექსტრემალური სიტუაციის შექმნა და მისი მართვა, თუ გსურს ჩაერთო დიდ ავტოსპორტში და მიაღწიო სასურველ შედეგს, რუსთავის ავტოდრომზე არსებული ექსტრემალური მართვის სკოლა გაძლევს ამის რეალურ შესაძლებლობას. სწავლებას ახორციელებენ საქართველოში არსებული საუკეთესო მწვრთნელები, რომლებიც ასევე არიან მოქმედი მრბოლელები და ერთი ან რამდენიმე გზის საქართველოს ჩემპიონები. სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გადმოგეცემა სერტიფიკატი, რომელიც მოგცემს უფლებას აიღო პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია და გახდე სრულუფლებიანი ლიცენზირებული მრბოლელი.
17 გაკვეთილიანი სრული კურსის ღირებულებაა 1700 ლარი.