კომპაქტ კლასი წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი კლასია.
ავტომობილის მარკა და მოდელი: BMW 318 Ti (compact)
ძრავის ტიპი: 1796cc; 1895cc; 138hp
გადაცემათა კოლოფი: მექანიკური (სტანდარტული)
საბურავები: საგზაო სტანდარული (არასპორტული)
BMW Compact-ის მოდელებისგან სარბოლო კლასის დაკომპლექტების იდეა ამ მარკის ავტომობილების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულიდან და იმ მრბოლელების სურვილიდან მოდის, რომლებიც წლების განმავლობაში ნახევრადსამოყვარულო და სამოყვარულო რბოლებში იღებდნენ მონაწილეობას. მათ სურდათ საყვარელი ავტომობილით მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ პროფესიონალურ ავტოსპორტში.
2014 წელს საავტომობილო სპორტის ფედერაციის გადაწყვეტილებით წრიული რბოლების ჩემპიონატს დაემატა ეგრეთ წოდებული კომპაქტის კლასი, რომელიც საოცრად დაძაბული და სანახაობრივი იქნება.