რუსთავის მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპის რბოლები გაიმართა. ქართველმა და უცხოელმა მრბოლებმა, ფორმულა „ალფას“, ლეჯენდსის და BMW კომპაქტ კლასებში იასპარეზეს. გარდა ამისა, რბოლებში „ესტონიას“ მარკის ფორმულას კლასის და „ლადას“ სარბოლო ავტომობილებიც მონაწილეობდნენ. თანმდევ რბოლებად, ვეტერანთა ასპარეზობაც გაიმრთა.

გასული სეზონი იმით იყო აღსანიშნავი, რომ ის საერთაშორისო რბოლით – TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპით დაიწყო, რომელშიც ქართულ-იტალიური გუნდი „GE-ფორსი“ და ქართველი მრბოლი დათა ქაჯაია მონაწილეობენ. გარდა ამისა, რუსთავის მოტორპარკის მფლობელი, შოთა აფხაზავა, თავის გუნდ „არტლაინ ჯორჯიასთან“ ერთად, „ლამბორგინი“ სუპერტროფეოს მონო სერიის რბოლებში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და დიდი შანსია იმისა, რომ მომავალ სეზონში, ამ სერიის ერთ ეტაპს რუსთავი უმასპინძლებს.

რაც შეეხება ბოლო ეტაპს, ისევე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, ამჯერადაც რუსთავის მოტორპარკზე მოსული მაყურებელი, დაძაბული და უშეღავათო რბოლების მოწმე გახდა. განსაკუთრებით კი, როგორც ყოველთვის, ლეჯენდსის კლასის რბოლები გამოირჩეოდა, რომლებშიც სტარტზე ორი ათეული პილოტი იდგა.

ლეჯენდსის კლასში ორივე რბოლა შოთა აფხაზავამ მოიგო, რომელიც ამ უქმეებზე, „ლამბორგინი“ სუპერ ტროფეოს იმოლას (იტალია) ეტაპზე იასპარეზებს. პირველი რბოლის დროს მოხდა ინციდენტი, რომელშიც ჩემპიონატის ლიდერი გიორგი ბეჟიტაშვილი და ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი მონაწილეობდნენ. პირველი მოსახვევის შემდგომი, მოკლე სწორი მონკვეთის ბოლოს, მათ შორის შეჯახება მოხდა, რამაც ბეჟიტაშვილი მანქანა ამოაყირავა. ბედად, მრბოლი მომხდარს უვნებელი გადაურჩა, მაგრამ მისი მანქანა ძლიერ დაზიანდა. მარჯვენა წინა საკიდარი დაუზიანდა შლეგელმილხის მანქანასაც. მათი მომსახურე ტექნიკური პერსონალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე რბოლისთვის, მათ მანქანების აღდგენა მოახერხეს და ორივე პილოტმა ტრასაზე გამოსვლა ისევ შეძლო.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მეორე რბოლა, რომლის ფინიშზეც, პირველ 12 მრბოლს შორის სხვაობა მხოლოდ 6 წამი იყო. საბოლოოდ, ჩემპიონის წოდება არჩილ ბიძინაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ორივე რბოლის შემდგომ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. მისი წარმატება ორმაგად სასიხარულოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ სეზონში, ერთ-ერთი რბოლის ფინიშზე, იმავე შლეგელმილხთან შეჯახების შემდეგ, მან ფეხი მოიტეხა. წლევანდელი სეზონის 12 რბოლაში ბიძინაშვილმა ყველაზე მეტი, 5 რბოლა მოიგო.

ფორმულას კლასში, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე პილოტებთან ერთად, ვეტერანმა რუსმა მრბოლმა და ინჟინერმა, სსრკ-ს და რუსეთის მრავაგლგზის ჩემპიონმა ალექსანდრ პოტეხინმა საბჭოური დროის სარბოლო ავტომობილით, „ესტონია 20-ით“ იასპარეზა, რომელიც „ლადას“ 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი.

ორივე რბოლა შლეგელმილხის გამარჯვებით დასრულდა, ვინც „ლამბორგინი“ სუპერ ტროფეოს სერიაში აფხაზავას გუნდის წევრია და აფხაზავას „არტლაინთან“ ერთად, გერმანიის ფორმულა 3-ის ჩემპიონატშიც მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში, მას კონკურენცია სანდრო თავართქილაძემ გაუწია, რომელიც საბოლოოდ, ჩემპიონი გახდა.

პირველი რბოლის დროს, პირველი მოსახვევიდან გამოსვლისას, შაკო ციხელაშვილს მანქანა მოუცურდა და დატრიალდა. ამაზე რეაგირება დაუგვიანდა ჯანკატ ჰურმოგლუს და ისიც დატრიალდა. ციხელაშვილმა შეძლო რბოლაში დაბრუნება, ჰურმოგლუმ კი, ტრასის დამცავ ზოლში არსებული ხრეშიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა და მისთვის რბოლა იქვე დასრულდა. სამწუხაროდ, რბოლის დასრულება ვერც ციხელაშვილმა შეძლო, არადა ტიტულისთვის ბრძლაში, ის თავართქილაძის მთავარი კონკურენტი იყო. ორივე რბოლაში, მეორე და მესამე ადგილები თავართქილაძემ და დათა ქაჯაიამ დაიკავეს. დათა ამ უქმეებზე TCR-ის საერთაშორისო სერიის ბოლო ეტაპზე იასპარეზებს, რომელიც დუბაიში გაიმართება.

ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ კლასებისგან განსხვავებით, სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს BMW კომპაქტის კლასს. პირველი რბოლა თენგიზ ჩუბინიძ-ის გამარჯვებით დასრულდა, მეორეში კი მას კონსტანტინე კოლიაშვილმა აჯობა, რომელიც საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 

11 ნოემბერი

BMW კომპაქტი, 10 წრე

  1. თენგიზ ჩუბინიძე (BMW)             20:53.000
  2. რეზო ბიწაძე (BMW)             1.265
  3. კონსტანტინე კოლიაშვილი (BMW) 14.945
  4. ვლადიმერ ჩერევანი (რუსეთი, VAZ 2107) 19.233
  5. შერვინ პუშინი (რუსეთი, BMW) 23.435
  6. თორნიკე მიქაძე (BMW) 55.205
  7. ილია კაშინი (VAZ 1300) 1:32.567

 

ფორმულა ალფა, 10 წრე

  1. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 20:20.806
  2. სანდრო თავართქილაძე 1.886
  3. დათა ქაჯაია 11.653
  4. დავით რამიშვილი 12.316
  5. ბექა ჯიქია 1:35.274

– ალექსანდრ პოტეხინი (რუსეთი, ესტონია 20)            3 წრე

– შაკო ციხელაშვილი                                                          3 წრე

– ჯანკატ ჰურმოგლუ (თურქეთი)                                    7 წრე

– კელვინ სნოეკსი (ჰოლანდია)                                         DNS

– სერგეი აფანასიევი (რუსეთი)                                         DNS

– ანდრეი ოლეინიკოვი (რუსეთი, ესტონია 21)             DNS

– ვიტალი ლარიონვი (რუსეთი, ესტონია 21)                 DNS

 

ლეჯენდსი, 10 წრე

  1. შოთა აფხაზავა 19:25.011
  2. სერგეი აფანასიევი (რუსეთი) 1.070
  3. არჩილ ბიძინაშვილი 1.252
  4. არტემ კაბაკოვი (რუსეთი) 5.061
  5. გოგა არჯევანიძე 5.639
  6. სანდრო ცხადაძე 5.945
  7. ალექსეი ხაიროვი (რუსეთი) 6.320
  8. კონსტანტინე კოლიაშვილი 6.862
  9. ეფიმ განტმახერი (რუსეთი) 6.910
  10. გიორგი კირვალიძე 15.014
  11. ოლეგ ჩებოტარევი (რუსეთი) 22.865
  12. გიორგი კიკნაძე 24.414
  13. პაველ გრიბოვი (რუსეთი) 45.381
  14. ალექსანდრ ტიშენკო (რუსეთი) 57.773
  15. ალექსეი ვასილიევი (რუსეთი) 1:21.623

– გიორგი ბეჟიტაშვილი                             1 წრე

– დავით კაკაბაძე                                         3 წრე

– კელვინ სნოეკსი (ჰოლანდია)                 4 წრე

– უშო ნანავა                                                  5 წრე

– ჯანკატ ჰურმოგლუ (თურქეთი)            7 წრე

– ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია)       DQ

– ვლადიმირ ჩერევანი (რუსეთი)             DNS

– ვლადიმერ თაბაგარი                               DNS

 

შენიშვნა:

DNF – ფინიშის გარეშე

DQ – კვალიფიკაციის გარეშე

DNS – სტარტის გარეშე

 

12 ნოემბერი

BMW კომპაქტი, 10 წრე

  1. კონსტანტინე კოლიაშვილი (BMW) 21:55.193
  2. თენგიზ ჩუბინიძე (BMW)             1.807
  3. ვლადიმერ ჩერევანი (რუსეთი, VAZ 2107) 15.519
  4. ილია კაშინი (რუსეთი, VAZ 1300) 1:28.035

– თორნიკე მიქაძე (BMW)                                      DNF

– რეზო ბიწაძე (BMW)                                             DQ

– შერვინ პუშინი (რუსეთი, BMW)                       DQ

 

ფორმულა ალფა, 10 წრე

  1. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 19:21.112
  2. სანდრო თავართქილაძე                         0.436
  3. დათა ქაჯაია                         4.389
  4. შაკო ციხელაშვილი                         14.112
  5. ბექა ჯიქია                         1:04.834

– ალექსანდრ პოტეხინი (რუსეთი, ესტონია 20)            2 წრე

– დავით რამიშვილი                                                           4 წრე

– ჯანკატ ჰურმოგლუ (თურქეთი)                                    DNS

– კელვინ სნოეკსი (ჰოლანდია)                                         DNS

 

ლეჯენდსი, 10 წრე

  1. შოთა აფხაზავა 19:24.914
  2. არჩილ ბიძინაშვილი 0.051
  3. გოგა არჯევანიძე 0.460
  4. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 0.686
  5. არტემ კაბაკოვი (რუსეთი) 1.707
  6. გიორგი ბეჟიტაშვილი 1.879
  7. ალექსეი ხაიროვი (რუსეთი) 2.151
  8. სერგეი აფანასიევი (რუსეთი) 2.545
  9. კელვინ სნოეკსი (ჰოლანდია) 3.963
  10. უშო ნანავა             5.446
  11. ეფიმ განტმახერი (რუსეთი) 5.496
  12. ვლადიმირ ჩერევანი (რუსეთი) 5.885
  13. ოლეგ ჩებოტარევი (რუსეთი) 22.293
  14. პაველ გრიბოვი (რუსეთი) 35.404
  15. ალექსანდრ ტიშენკო (რუსეთი) 40.941
  16. ალექსეი ვასილიევი (რუსეთი) 1:06.966
  17. დავით კაკაბაძე 2 წრე
  18. ვლადიმერ თაბაგარი 8 წრე
  19. გიორგი კირვალიძე 9 წრე
  20. ჯანკატ ჰურმოგლუ (თურქეთი) 9 წრე
  21. კონსტანტინე კოლიაშვილი 9 წრე

 

შენიშვნა:

DNF – ფინიშის გარეშე

DQ – კვალიფიკაციის გარეშე

DNS – სტარტის გარეშე