Koteta Cup 2016
11 სექტემბერს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება სამოყვარულო შეჯიბრი წრიულ რბოლაში სახელწოდებით “კოტეტას თასი 2016”. რბოლას მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია, ვინაიდან ის იმართება პროფესიონალური წრიული რბოლის ფორმატით და ნებისმიერი, მათ შორის არაკარკასირებული ავტომობილებით. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს სერიული 2WD (წინა ან უკანა წამყვანი) მსუბუქი ავტომობილით, მხოლოდ მართვის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე. ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი მინიმუმ უსაფრთხოების სტანდარტული ღვედით (მათ შორის ქარხნულად უღვედო ავტომობილები). მონაწილე ვალდებულია დაიფაროს ავტო ან მოტო ჩაფხუტი.
რეგისტრაცია – 11:00–დან 12:30–მდე
ღონისძიების დასაწყისი – 13:00
საკვალიფიკაციო გარბენი – 13:00–დან 14:45–მდე
ფინალური რბოლა – 15:00
ფინალურ რბოლაზე მონაწილეები დაიშვება საკვალიფიკაციო გარბენის შედეგით – 20 საუკეთესო
ღონისძიება ტარდება ლევან კოტეტიშვილის სახელობის ფონდის თაოსნობით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) წრიული რბოლის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
იზღუდება მხოლოდ საბურავები – დაშვებულია შეჯიბრზე გამოსვლა არაუმეტეს “მაქსპერფორმანსით” კლასიფიცირებული საბურავებით! არ დაიშვება სლიკები, ნახევრად სლიკები, “თრექ დეი” , “ქომფეთიშენ” და მსგავსი კლასიფიკაციის საბურავები!
მონაწილეობა და დასწრება უფასოა!