მოტო-სეზონის მორიგი ღონისძიება მოტო-დრაგი 🏍️
11 მაისს 12 საათზე მოტო-მოყვარულებსა და რაიდერებს გელით რუსთავის საერთაშორისო ავტო-დრომზე, სადაც მოტო-დრაგში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპი გაიმართება [საკვალიფიკაციო სესია 10 მაისს 10:00 საათზე დაიწყება]
მოტო-დრაგი 7 კლასს მოიცავს.
🛞 640cc,
🛞 640cc Pro,
🛞 1040cc,
🛞 1040cc Pro,
🛞 1040cc +
მრბოლელები 402 მეტრიან სარბოლო ტრეკზე იასპარეზებენ, ხოლო ქალთა და კლასიკური კრუიზერების კლასი 300 მეტრიან დისტანციაზე.
ჩემპიონატი საქართელოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, პიტ-სტოპ აკადემიის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მოტო-დრაგის მეგობარია კოკა-კოლა და წყალი მთის