30.04.2017 რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება სამოყვარულო შეჯიბრის პირველი ეტაპი – „თაიმ ატაკი“.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს საკუთარი ავტომობილით.

სასტარტო შენატანი – 50 ლარი.
კლასები : 1.5 , 2.0 , 3.0 , აბსოლუტი.

დამატებითად სხვა კლასში გამოსვლა (დაბალი ძრავის კუბატურით მაღალი ძრავის კუბატურის კლასში გამოსვლა ) – სასტარტო შენატანის 50% ( 25 ლარი)

შეჯიბრის განრიგი:
10:00-11:30 – კლასი : 1.5 / 2.0 რეგისტრაცია / ტექნიკური შემოწმება
10:00- 13:30 – 3.0 / აბსოლუტი-რეგისტრაცია / ტექნიკური შემოწმება
11:35-11:50 კლასი : 1.5 / 2.0 აუცილებელი ბრიფინგი
12:00-13:00 1.5 რბოლა
13:00-14:00 2.0 რბოლა
13:35-13:50 3.0 / აბსოლუტი-აუცილებელი ბრიფინგი
14:00-15:00 3.0-რბოლა
15:00-16:00 აბსოლუტი- რბოლა
16:15-16:45 დაჯილდოება (ყველა კლასი)

მონაწილეები გაივლიან ჯამში 12 წრეს: პირველი 6 წრე, 10 წუთი შესვენება , მეორე 6 წრე.

მონაწილეს სავალდებულოა თან ჰქონდეს მართვის მოწმობა ან მოქმედი მრბოლელის ლიცენზია . მართვის მოწმობის ან მრბოლელის მოქმედი ლიცენზიის გარეშე მსურველი არ დაიშვება რბოლაზე.
პროფესიონალი მრბოლელი (მიმდინარე წლის მოქმედი სარბოლო ლიცენზიით) ჯილდოვდება ცალკე თუ სარბოლო კლასში ( რომელ კლასშიც აქვს შევსებული განაცხადი) იქნება მინიმუმ 3 პროფესიონალი მრბოლელი.
პრიზები:
გამარჯვებული სამეული თითოეულ სარბოლო კლასში დიპლომის და მედლის გარდა მიიღებს საჩუქრად :
I ადგილი – 1 საათი დიდ ან მცირე ტრასაზე საკუთარი ავტომობილით,
II ადგილი – 40 წუთი დიდ ან მცირე ტრასაზე საკუთარი ავტომობილით,
III ადგილი – 20 წუთი დიდ ან მცირე ტრასაზე საკუთარი ავტომობილით. ასევე ყველა კლასის გამარჯვებულს შორის (პირველი სამეულები – სულ 12 გამარჯვებული)
ასევე პრიზიორებს შორის გათამაშდება 20 წუთიანი სესია ლეგენდის ავტომობილით ცენტრალურ ტრასაზე.