ლეგენდ კლასი წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი კლასია.
ბოლიდის ტიპი: კლასიკური (რეტრო)
ძრავის ტიპი: Yamaha 1300cc, სწორხაზოვანი; 4 ცილინდრიანი; 16 სარქველიანი
გადაცემათა კოლოფი: ძრავთან ერთად
საბურავები: საზგაო (სტანდარტული)
ლეგენდის ტიპის ავტომობილები სპეციალურად იყო პროექტირებული “Speedway Motorsport, Inc” კორპორაციის მიერ, რომელიც ფლობს რვა ავტოდრომს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ლეგენდა, თავისი მონაცემებით, უკონკურენტოა – 100 კმ/სთ-ს ის 4 წამში ავითარებს, მსგავსი აჩქარებისთვის, მინიმუმ ავტომობილი “Porsche” დაგჭირდებათ.
ლეგენდა უსაფრთხო სარბოლო ავტომობილია, ის პილოტს ავტომობილის რამდენჯერმე გადაბრუნების შემთხვევაშიც კი იცავს.
ლეგენდის რბოლები ტარდება: ამერიკის შეერთებულ შტატებში ( 300–ზე მეტი რბოლა წელიწადში); ფინეთში; დანიაში; ჰოლანდიაში; მაროკოში და ა.შ.
ამერიკელებისთვის ლეგენდის გარეგნობა ნაცნობია: მსგავსი ავტომობილებით ასპარეზობდნენ შტატებში ყველაზე ცნობილი საავტომობილო სპორტის სახეობის – „NASCAR“-ის პილოტები.
ჩვენთან ლეგენდას რეტრო ავტომობილად აღიქვამენ მანამ, სანამ მის საჭეს მიუსხდებიან.ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგრძნება მოლოდინზე გაცილებით შთამბეჭდავია.
ლეგენდის კლასში საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის 11 მრბოლელი:
# | სახელი/გვარი | № | გუნდი | ეროვნება |
1 | არჩილ ბიძინაშვილი | 74 | Liberty Racing | საქართველო |
2 | ნოდო კოდუა | 111 | BFT Racing | საქართველო |
3 | დათა ქაჯაია | 20 | MIA Force | საქართველო |
4 | დავით აფციაური | 60 | BFT Racing | საქართველო |
5 | დავით კაკაბაძე | 93 | VTB Racing | საქართველო |
6 | შოთა აფხაზავა | 12 | ART | საქართველო |
7 | გოგა არჯევანიძე | 21 | Liberty Racing | საქართველო |
8 | კოტე კოლიაშვილი | 30 | MIA Force | საქართველო |
9 | სანდრო ცხადაძე | 3 | Europabet Racing | საქართველო |
10 | ალექსეი ხაიროვ | 36 | ————- | რუსეთი |
11 | კონსტანტინე სულამანიძე | 333 | ————- | საქართველო |
12 | უშო ნანავა | 26 | BLU Racing | საქართველო |
13 | ლევან კვინიკაძე | 17 | ————- | საქართველო |