წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპი

რუსთავის მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპის რბოლები გაიმართა. ქართველმა და უცხოელმა მრბოლებმა, ფორმულა „ალფას“, ლეჯენდსის და BMW კომპაქტ კლასებში იასპარეზეს. გარდა ამისა, რბოლებში „ესტონიას“ მარკის ფორმულას კლასის და „ლადას“ სარბოლო ავტომობილებიც მონაწილეობდნენ. თანმდევ რბოლებად, ვეტერანთა ასპარეზობაც გაიმრთა. გასული სეზონი იმით იყო აღსანიშნავი, რომ ის საერთაშორისო რბოლით – TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპით დაიწყო,

ვეტერანთა რბოლები რუსთავის მოტორპარკზე

წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპის თანმდევ ასპარეზობად, ვეტერანთა რბოლები ჩატარდა, რომლებშიც ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების პილოტებმა მიიღეს მონაწილეობა. ვეტერანების რბოლებში ყოველი ქვეყნიდან ორ-ორი მრბოლი მონაწილეობდა. შერჩევითი ტესტების შემდეგ, საქართველოს გუნდში ნუგზარ წამალაშვილი და ოთარ არჯევანიძე შევიდნენ. საქართველოს გარდა, რბოლებში ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის და რუსეთის გუნდებიც მონაწილეობდნენ. ყოველ გუნდს თითო მანქანით უნდა ესპარეზა.