თქვენი რეკლამა რბოლებზე

 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიის, მისი პროდუქციის ან სერვისის ცნობადობა, გსურთ შექმნათ სასურველი განწყობა და ნდობა საზოგადოებაში და თუ თქვენ აფასებთ ხარისხიან რეკლამას, მაშინ ეს შემოთავაზება თქვენთვისაა!

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი გთავაზობთ ორიგინალურ და განსხვავებულ სარეკლამო სივრცეს. თქვენ  შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ბანერები, არამედ მანქანები, დროშები,  ნებისმიერი სახის ბრენდირება, ტრასაც კი… რეალობად აქციეთ ყველაზე კრეატიული სარეკლამო იდეები, რადგან ავტოდრომზე თქვენ შეზღუდული არაფერში ხართ.

ავტოდრომზე  განთავსებული  რეკლამა თვალშისაცემი იქნება უამრავი  მაყურებლისა და  ტელეკამერებისთვის და საშუალებას მოგცემთ  გააცნოთ თქვენი შეთავაზება ავტოდრომის ყველა სტუმარს, არა მხოლოდ შეჯიბრის დროს.

და რაც მთავარია, დაამახსოვრეთ მომხმარებელს თქვენი კომპანია ყველაზე დადებითი ემოციების თანხლებით, ავტოდრომი ხომ ენერგიისა და პოზიტივის სამყაროა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 322–307–703