მოლიპულ საფარზე მართვა

თუ გსურს, სრულყოფილად ფლობდე ავტომობილის მართვის ტექნიკას და ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში თავდაჯერებული იყო, უნდა გაითვალისწინო, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც სპეციფიური ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია.

გზის სველ, მოყინულ, თოვლიან და სხვა არამდგრად საფარზე ავტომობილის მართვას ახასიათებს თავისი სპეციფიკა და ჭირდება სპეციალური მომზადება.

არამშრალ და არამდგრად საფარზე დიდი ალბათობაა იმის, რომ ავტომობილი მოცურდეს და მძღოლმა დაკარგოს კონტროლი, რაც შეიძლება გახდეს სერიზული ავტოსაგზაო შემთვევის გამომწვევი მიზეზი.

რუსთავის ავტოდრომზე მიმდინარეობს მძღოლების სპეციალური მომზადება სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. პროფესიონალი მწვრთნელები სრულყოფილად შეგასწავლიან მსგავს პირობებში ავტომობილის მართვას, რაც დაგეხმარება საავარიო სიტუაციიდან თავის დაღწევაში.