ღამით მართვის ტექნიკა

თუ გსურს, სრულყოფილად ფლობდე ავტომობილის მართვის ტექნიკას და ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში თავდაჯერებული იყო, უნდა გაითვალისწინო, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც სპეციფიური ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია.

ღამით, თუნდაც კარგი განათების პირობებში, ავტომობილის მართვას აქვს თავისი სპეციფიკა და ჭირდება სპეციალური ცოდნა.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი უზრუნველყოფს ღამით მართვის ტექნიკის სრულყოფილად შესწავლას, როგორც გარე განათების, ისე სრული სიბნელის პირობებში.