გახდი მრბოლელი

 

მრბოლელის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას.

საქართველოში პროფესიონალ მრბოლელად გახდომის 4 გზა არასებობს:

 

  1. გაიარე ექსტრემალური მართვის სრული კურსი, ჩააბარე გამოცდა, მიიღე სერთიფიკატი, წარმოადგინე სერტიფიკატი საავტომობილო ფედერაციაში და მიიღე პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.

 

  1. გამოდი საკუთარი ავტომობილით სამოყვარულო შეჯიბრებებში, დააგროვე საკმარისი გამოცდილება , შეავსე განაცხადი საავტომობილო ფედერაციაში შედეგების გათვალისწინებით და მიიღე პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. (იხილეთ ლიცენზიის გაცემის წესები).

 

  1. ტურინგ ლაითსა ან კომპაქტ კლასში მოსახვედრად (პროფესიონალური ლიცეზნიის მინიმალური მოთხოვნის მიხედვით) შესაბამისი კლასის ავტომობილით საქართველოში არსებული წრიული რბოლის ნებისმიერ ტრასაზე აჩვენე ნორმატიული დრო.  (იხილეთ ლიცენზიის გაცემის წესები).

 

  1. დააგროვე საჭირო გამოცდილება კარტინგის კლასში, შედეგების გათვალისწინებით შეავსე განაცხადი პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზიიის მიღებაზე.

 

ლიცენზიის აღების წესები დეტალურად იხილეთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

www.gasa.org.ge

მრბოლელის ლიცენზია არ სჭირდება სამოყვარულო და ნახევრადსამოყვარულო რბოლებში მონაწილებას.

შეჯიბრში მონაწილეობა მარტივია, ამისთვის მხოლოდ დაგჭირდებათ მართვის მოწმობა და ავტომობილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 322–307–703