Drag Racing Stage III


// 25 სექტემბერს (12:00 / რუსთავის ავტოდრომზე) BCG და GDDF, საქართველოს დრაგის ჩემპიონატის ფარგლებში ატარებს Drag Racing 2016–ს!

დასაწყისი 12:00
ბილეთის ფასი: 5 ლარი.

მონაწილეები დაიყოფიან სამოყვარულო და PRO კლასებში იმის მიხედვით თუ რა კონფიგურაციისაა მათი წარმოდგენილი ავტომობილი.

►►► წარმოგიდგენთ სამოყვარულო კლასებს:
A კლასი (0-4400cc) RWD & FWD
B კლასი (4401cc-5500cc) RWD & FWD
C კლასი (5501cc-7700cc) RWD & FWD
ABSOLUTE კლასი (7701cc+) RWD & FWD
კვადრო კლასი AWD

სამოყვარულო კლასში აკრძალულია:
► ძრავი, რომელითაც სერიულად არ გამოდიოდა აღნიშნული კუზაო
► დამსუბუქება: სალონის დაშლა, ბამპერების ან „ვიხლოპის“ მოხსნა და ჩამოსხმული დეტალების მიყენება.
► სლიკების, ნახევრადსლიკების და Competition საბურავების დაყენება.
► არასერიული ავტომობილების გამოსვლა
► A კლასში აკრძალულია ტურბინიანი ავტომობილებით გამოსვლა (ავტომატურად B)
► სპორტული სავარძლები შეიძლება თუ იქნება ორივე ერთნაირი და კარგ მდგომარეობაში! (ანუ სპეციალურად ჩაგდებულის შესახედაობის არ უნდა იყოს!)
► კარბონის ან ფიბერის კაპოტი და საბარგული შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის იგივე ვიზუალის რაც ორიგინალი და არა ცოცხით შეღებილის ვიზუალზე!
► კომპრესორიანი Mercedes (3.2 და 5.5) თუ უყენია სპორტული გამშვები – ხვდება 1-ით ზედა კლასში.
► სამოყვარულო კლასებში დაშვებულია ტურბინის შეცვლა მხოლოდ, იგივე მწარმოებლის ქარხნული (მსუბუქ) მანქანების ტურბოთი. “aftermarket”, მძიმე ტექნიკის ან ძალიან დიდი ტურბინით შეცვლისას – ავტომობილები ხვდებიან PRO კლასში.

►►► წარმოგიდგენთ PRO კლასებს:
PRO კლასი (0-4400cc) RWD & FWD
PRO ABSOLUTE კლასი (4401cc+) RWD & FWD
PRO კვადრო კლასი

►PRO კლასში თითოეული ავტომობილი გარდა სტანდარტული უსაფრთხოების მოთხოვნებისა – ვალდებულია იქონიოს ცეცხლმაქრი!
► აკრძალულია შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
► აკრძალულია სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
► თუ იჭრება ძარის დეტალები, კარები და ა.შ. – აუცილებელია დადუგვა!

►►► კოეფიციენტები:
/// M (გარდა US E36, E34 & E39) და სტანდარტ შკივს – 1.4
შკივდაპატარავებულ კომპრესორს, ტურბოს და როტორს – 1,9
უკან მოთავსებულ ძრავს, METHANOL-ს, ტურბინის შეცვლილ ფრთას, ისევ ქარხნულით შეცვლილ ტურბინას – 1.5 (მხოლოდ A, B, C კლასებში)
METHANOL – კვადრო ABSOLUTE–ში არ დაიშვება
► თითოეულ კლასში მითითებულ კუბატურაზე იქნება კონტროლი, ანუ თუ ეჭვი იქნება, რომ ვინმეს მეტზე აქვს გაჩარხული ვიდრე კლასია – დაშლის ხარჯებს აანაზღაურებს ეჭვის შემტანი, ხოლო გამართლების შემთხვევაში – ცრუ ინფორმაციის მომწოდებელი + დისკვალიფიკაცია სეზონზე.
► მხოლოდ იშვიათ, ექსკლუზიურ, სპორტულ თუ სუპერქარ ავტომობილზე – სპეციალური მსაჯთა კოლეგია გადაწყვიტავს თუ რომელ კლასში უნდა გამოვიდეს.
► False Start – არის როდესაც ავტომობილი სტარტამდე გადაკვეთავს ზოლს და არა საბურავის დაძვრა.

►►► რეგისტრაცია:
წინასწარი რეგისტრაცია: 80 ლარი – ოთხშაბათს (21 სექტ) 19:00 – 21:00 სააკაძეზე, ადმინისტრაციულის ეზოში. ივენთის დღეს მოდიხართ 11:00–მდე.
ადგილზე რეგისტრაცია: 100 ლარი – მოდიხართ ივენთის დღეს 10:00–მდე.
გვიანი რეგისტრაცია: 150 ლარი – მოდიხართ კლასის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე შესაძლებელია პიტლეინზე და სტარტთან მექანიკების ავტომობილის აყვანა – რეგისტრაციას ატარებთ ბოლიდთან ერთად – 30 ლარი
2 კაცს შეუძლია 1 მანქანით გამოსვლა, ხოლო 1 კაცს 2 მანქანით გამოსვლა შეუძლია მხოლოდ სხვადასხვა კლასში.
► დაწყვილება მოხდება რეიტინგული კენჭისყრით, სადაც გათვალისწინებული იქნება კლასში ძლიერი ავტომობილები.
► წყვილებში დროის ათვლა მოხდება ორივე ზოლზე, ხოლო გამარჯვებული კი გამოვლინდება ფინიშის ხაზის პირველი გადაკვეთით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში:
საორგანიზაციო და მარკეტინგული თემების ირგვლივ – გიგი ტუღუში 574 714 741
ტექნიკური მოთხოვნების და წესების ირგვლივ – ირაკლი გობეჯიშვილი 598 500006
VIP პარკინგზე საკუთარი ექსკლუზიური ავტომობილისთვის ადგილის დაჯავშვნისთვის – გიორგი მკლავიშვილი