წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპის თანმდევ ასპარეზობად, ვეტერანთა რბოლები ჩატარდა, რომლებშიც ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების პილოტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვეტერანების რბოლებში ყოველი ქვეყნიდან ორ-ორი მრბოლი მონაწილეობდა. შერჩევითი ტესტების შემდეგ, საქართველოს გუნდში ნუგზარ წამალაშვილი და ოთარ არჯევანიძე შევიდნენ. საქართველოს გარდა, რბოლებში ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის და რუსეთის გუნდებიც მონაწილეობდნენ.

ყოველ გუნდს თითო მანქანით უნდა ესპარეზა. პილოტები 5 წრის შემდეგ იცვლებოდნენ და რბოლას ახალი სტარტი ეძლეოდა. ორი რბოლის შედეგები კი ჯამდებოდა და ადგილები საშუალო დროის მიხედვით ნაწილდებოდა.

ვეტერანთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარგი სისწრაფე გამოავლინეს. თუმცა სარბოლო წესებში დაშვებული შეცდომების გამო, რამდენიმე მათგანი დაჯარიმდა, რამაც საბოლოო შედეგებზე იმოქმედა. რაც მთავარია, ამ რბოლებით, მათაც და მაყურებელმაც დიდად ისიამოვნა.

 

ვეტერანთა რბოლების შედეგები

პირველი რბოლა, ლეჯენდსი, 5 წრე

  1. ოლექსეი ვარავინი (უკრაინა) 12:21.808
  2. პეეტერ ნოოდე (ესტონეთი) 8.176
  3. ანატოლი შიმაკოვსკი (ბელარუსი) 20.267
  4. ოთარ არჯევანიძე (საქართველო) 22.677
  5. გედიმინას კუპჩიკასი (ლიტვა) 41.456
  6. ინდულის რუკუტსი (ლატვია) 1:09.665
  7. ოლეგ ტრეგუბოვი (რუსეთი)             1 წრე
  8. ალექსანდრ ხაჩატრიანი (სომხეთი) 1 წრე

მეორე რბოლა, ლეჯენდსი, 5 წრე

  1. იონას დერესკევიჩუსი (ლიტვა) 12:52.017
  2. ნუგზარ წამალაშვილი (საქართველო) 11.169
  3. იური სეროვი (უკრაინა) 18.923
  4. გარეგინ სიმონიანი (სომხეთი) 19.213
  5. ლემბიტ ტამსაარი (ესტონეთი) 25.519
  6. სერგეი ბელკო (ბელარუსი) 25.584
  7. რაიმონდს გუდრიკისი (ლიტვა) 1 წრე
  8. ალექსანდრ ნუჟდინი (რუსეთი) 1 წრე