BMW-ებმა, ლეგენდებმა და ფორმულებმა იფრინეს


კვირას, 2 ოქტომბერს, რუსთავის ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპის ორი რბოლა გაიმართა. ჩემპიონატს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია კომპანია „ვისოლის“ მხარდაჭერით ატარებს. „ვისოლი“ ფორმულის კლასში საკუთარი გუნდითაა წარმოდგენილი.

Circuit Racing Stage V (1)

შეჯიბრი სამ სხვადასხვა კლასში გაიმართა – ფორმულა, ლეჯენდს ქარი და BMW კომპაქტი. ჯამში საქართველოს ჩემპიონატში სამოცამდე მრბოლელი მონაწილეობს, რომლებიც ჩემპიონის ტიტულისთვის საჭირო ქულების დაგროვებას კიდევ ორ ეტაპზე შეეცდებიან.

Circuit Racing Stage V (2)

რბოლის დღეს რუსთავის ავტოდრომის მცირე ტრასაზე გაიმართა შეჯიბრი დრიფტში, მხოლოდ პროფესიონალების კლასში, რომელიც საქართველოს დრიფტის ფედერაციამ წარმოადგინა. ავტოდრომის VIP-პარკინგი კი „პორშე კლუბს“ დაეთმო, სადაც კლუბის წევრებმა თავიანთ ავტომობილები განათავსეს.

Circuit Racing Stage V (4)

ღონისძიების ბოლოს მაყურებლებისთვის პრიზები გათამაშდა – 300 ლიტრი საწვავი „ვისოლისგან“, ოფ-როუდ ტური ოთხ ადამიანზე კუმისის ტბაზე კომპანია „ვესტ-ისტ თრეველისგან“, ფორმულა ტაქსით გასეირნება და ექსტრემალური მართვის გაკვეთილები რუსთავის ავტოდრომისგან.

 

წრიული რბოლების გამარჯვებულები:

ლეგენდებიAuto Bild
1. გოგა არჯევანიძე
2. გიორგი ბეჟიტაშვილი
3. დავით კაკაბაძე

ფორმულები
1. სანდრო თავართქილაძე
2. დავით რამიშვილი
3. გიორგი ბეჟიტაშვილი

BMW Compact
1. ირაკლი კუხიანიძე
2. ვასიკო ჭონიშვილი
3. სანდრო ლომაძე

 

 

წყარო: autobild.ge

ავტორი: autobild.ge