კვირას, 24 სექტემბერს, 12:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა “Bridgestone Black Sea Cup-2017”, რომელსაც წარმოგიდგენთ „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსთოუნი“.
წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართება, რომელშიც ავტომობილების 3 სხვადასხვა კლასი მიიღებს მონაწილეობას: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართება საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით.
„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“-ის საპრიზო ფონდი შეადგენს 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიებას დაესწრებიან „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი კომპანიების Bridgestone, Motul და Bosch-ის წარმომადგენლები იაპონიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.
ღონისძიება ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით. რბოლაზე დასწრება თავისუფალია
ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, კომერსანტი, მარკეტერი, პალიტრა მედია და ტელე კომპანია TVპირველი.

September 24 :
12:00 Opening Ceremony (Opening speeches, performance, National Anthem)
13:00 Racing: Formula
13:30 Bridgestone representative Awarding Formula Racing winner
14:00 Racing: Compact
14:00 MOTUL representative Awarding Compact Class Racing winner
15:00 Racing: Legends
15:30 TEGETA representative Awarding Legend Cars Racing winner
15:40 Taking pictures with winners